დღის ამბები
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა!
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970...
გივი ჯიბლაძის გზა სცენაზე
გივი ჯიბლაძე, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქე და ადგილობრივი სახალხო თეატრის უცვლელი რეჟისორია. 55 წელია ლაგოდეხში სამსახიობო და სარეჟისორო საქმითაა დაკვებული. რამდენიმე თვის წინ, წარმატებულ მსახიობს...
თელავში რუსთაველის გამზირზე ავარიის დროს ქვეითი დაშავდა
თელავში კიდევ ერთი ავარიის დროს ქვეითი დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ქალი შვილთან ერთად გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც სამარშუტო მანქანა დაეჯახა. დაშავებული...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციის სამუშაოები დაიწყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციის სამუშაოები დაიწყო. როგორც ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს:
- მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სტიქიური ნაგავსაყრელი ეტაპობრივად მოწესრიგდება. მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვა,...
20 -23 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4...
აქცია გურჯაანში – მოსახლეობა პირუტყვისთვის მიწისქვეშა გადასასვლეს ითხოვს
ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში. როგორც CNews-ის რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივების ნაწილი ბაკურციხე- გურჯაანის გზის მშენებლობას აპროტესტებს და მშენებელ კომპანიას პრეტენზიებით კიდევ ერთხელ მიმართავს.
მოსახლეობა მიწისქვეშა გადასასვლელის გაკეთებას ითხოვს.
„გზა უნდა აშენდეს, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენ დავზარალდეთ. რამდენი ხანია, ვითხოვთ მიწისქვეშა გადასასვლელს, რომელსაც არ აკეთებენ. ეს გადასასვლელი გვჭირდება იმისათვის, რომ ადამიანები კი არა, საქონელი, პირუტყვი უსაფრთხოდ გადავიყვანოთ. ჩვენ არავინ არ გვისმენს და ეს არის ძალიან მიუღებელი, ამიტომ მშენებარე კომპანიასთან მოვითხოვთ შეხვედრას და სასწრაფოდ პრობლემის მოგვარებას,“ - ამბობენ აქციის მონაწილეები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურჯაანი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. შესაბამისად, ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალაქ გურჯაანსა და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს. კახეთის რეგიონისათვის გზების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ რეგიონში საკმაოდ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი. პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში ხორციელდება, რომლის დასრულება რამდენიმე კვირაში იგეგმება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოებს ქართული კი კომპანია "ბლექ სი გრუპი" ასრულებს.
წყარო : https://cnews.ge/
სოფელ ჩუმლაყის სასაფლაოზე საფლავები ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ გაძარცვეს
ალუმინის კონსტრუქციები და რკინის ჯებირები- გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გაძარცვულია ათობით საფლავი. სოფელში ქურდობის ეს უკვე მეორე შემთხვევა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქურდობის ფაქტების გახშირება...
თელავში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ
თელავში ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, როგორც ცნობილია შეკრების მიზანია კორდინირებულად იმოქმედონ, თითოეულ ქალაქსა და სოფელში. ყველა ოჯახში...
კონკურსი – „სუფთა რეგიონი-2020″ -ს გამარჯვებული ზედიზედ მესამედ კახეთის რეგიონი გახდა
კონკურსი - „სუფთა რეგიონი-2020" -ს გამარჯვებულები ცნობილია!!!
„სუფთა რეგიონი-2020" ტიტულის მფლობელი ზედიზედ მესამედ კახეთის რეგიონი გახდა.
ქუჩაში მსვლელობის დროს, ოპოზიციურ პარტიას, თელავის საკრებულოს წევრი დაუპირისპირდა
თელავში ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, როგორც ცნობილია შეკრების მიზანია კორდინირებულად იმოქმედონ, თითოეულ ქალაქსა და სოფელში. ყველა ოჯახში...



























