Home დღის ამბები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქართული რძის ნიშნის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქართული რძის ნიშნის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი ქართული რძის ნიშნის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

მხარეებმა რძისა და რძის პროდუქტების მიმართულებით არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სექტორის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ამ დროისათვის იმ პროგრამებსა და ინიციატივებზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს სფეროს გაძლიერებას, წარმოების ზრდასა და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

მისივე თქმით, სახელმწიფომ განსაკუთრებით გაააქტიურა კონტროლი არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის კუთხით.

რაც სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვასა და ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.