Home დღის ამბები ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

უწყების პროგნოზით, 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.

მთლიანობაში კი, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე, ქვეყნის მასშტაბით დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა.