დღის ამბები

აქცია გურჯაანში – მოსახლეობა პირუტყვისთვის მიწისქვეშა გადასასვლეს ითხოვს

აქცია გურჯაანში - მოსახლეობა პირუტყვისთვის მიწისქვეშა გადასასვლეს ითხოვს

ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში. როგორც CNews-ის რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივების ნაწილი ბაკურციხე- გურჯაანის გზის მშენებლობას აპროტესტებს და მშენებელ კომპანიას პრეტენზიებით კიდევ ერთხელ მიმართავს.

მოსახლეობა მიწისქვეშა გადასასვლელის გაკეთებას ითხოვს.

„გზა უნდა აშენდეს, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენ დავზარალდეთ. რამდენი ხანია, ვითხოვთ მიწისქვეშა გადასასვლელს, რომელსაც არ აკეთებენ. ეს გადასასვლელი გვჭირდება იმისათვის, რომ ადამიანები კი არა, საქონელი, პირუტყვი უსაფრთხოდ გადავიყვანოთ. ჩვენ არავინ არ გვისმენს და ეს არის ძალიან მიუღებელი, ამიტომ მშენებარე კომპანიასთან მოვითხოვთ შეხვედრას და სასწრაფოდ პრობლემის მოგვარებას,“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურჯაანი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. შესაბამისად, ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალაქ გურჯაანსა და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.

პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს. კახეთის რეგიონისათვის გზების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ რეგიონში საკმაოდ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი. პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში ხორციელდება, რომლის დასრულება რამდენიმე კვირაში იგეგმება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოებს ქართული კი კომპანია “ბლექ სი გრუპი” ასრულებს.

წყარო :  https://cnews.ge/

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close