უამინდობამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ენერგომომარაგების პრობლემა შექმნა
ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია.
დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რაც ზოგ შემთხვევაში მოტეხილი ხეებისა და ტოტების დაცემამ გამოიწვია.
ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და აღდგენითი პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.
რაც შეეხება სოფელ ჯუგაანს, სადაც წუხელ ღამით ფიდერი ავარიულად გაითიშა, ელექტრო კომპანიის ინფორმაციით, მდგომარეობა გართულდა.
დამატებით დაზიანდა ქსელი, ჩამოვარდნილმა ხის ტოტებმა სადენები ჩაწყვიტა. ტექნიკოსები შესაბამის სამუშაოს ასრულებენ.





















