7-9 მარტს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
კახეთი – თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა, დედოფლისწყარო, საგარეჯო, ზოგან მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11°C.
თბილისი – 7 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 8-9 მარტს, მცირე წვიმა და ქარია ნავარაუდევი.
სანაპირო ზონა – ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, დროგამოშვებით წვიმა.
დასავლეთ საქართველოს დაბლობი – ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, დროგამოშვებით წვიმას ელოდებიან.
მთიან და მაღალმთიან რაიონებში- მესტია, ბახმარო, გუდაური, ზოგან მოსალოდნელია თოვლი.





















