Home დღის ამბები სპორტი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ ისტორიაში პირველი მედალი...

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ ისტორიაში პირველი მედალი მოუტანა

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა, საქართველოს, ზამთრის ოლიმპიურ ისტორიაში პირველი მედალი მოუტანა

ფიგურულ ციგურაობაში, წყვილთა თანრიგში მოასპარეზე დუეტმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

თავისუფალ პროგრამაშიც, ქართველმა სპორტსმენებმა მაღალი კლასი და სტაბილურობა აჩვენეს. მსაჯებისგან მათ 146.29 ქულა მიიღეს და თავისუფალ პროგრამაში კვლავ მეორე ადგილი დაიკავეს.

ორი პროგრამის ჯამში, მეტელკინასა და ბერულავას 221.75 ქულა დაუგროვდათ, რაც ვერცხლის მედლისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ჩემპიონობა იაპონელთა წყვილმა, რიკუ მიურამ და რიუიჩი კიჰარამ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი გერმანიის წარმომადგენლებს ერგოთ.

17 თებერვალს ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით ასპარეზობას შეუდგება ასევე ქართველი მოციგურავე, ანასტასია გუბანოვა.