Home დღის ამბები ეკონომიკა სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ ოფიციალური თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ ოფიციალური თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ ოფიციალური თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

ცვლილებას “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც სოფლის მეურნეობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

ვენახი, რომელიც გაშენებული იქნება ბიზნეს-საზრისით, ყურძნის მოყვანისა და ღვინის წარმოებისთვის, მოეთხოვება ოფიციალური თანხმობა.

თანხმობას გასცემს ღვინის ეროვნული სააგენტო და უზრუნველყოფს, რომ ვენახში მოყვანილი ყურძენი შესაბამისი სერტიფიცირებული ჯიშებით იყოს, რაც ეზუგბაიას თქმით, საქმიანობის პროცესში შესაძლო ზიანისა და დამატებითი ხარჯების თავიდან აცილებისათვის არის გათვლილი.

ახლებურად განისაზღვრება ეტიკეტის ცნებაც. მომხსენებლის განმარტებით, რეგულაცია მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის, გელა სამხარაულის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე მაღალი კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო ხარისხიან და სტანდარტებთან შესაბამის პროდუქტად აღიქმებოდეს.