Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ცეცხლი ორსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.

ორივე მათგანმა შენობის დატოვება დროულად შეძლო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ოჯახმა ვერ მოახერხა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.