გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა, მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დოკუმენტის შემუშავების სტრატეგია, სტრუქტურა და ფორმატი. აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება და ახალგაზრდული მიმართულება.
როგორც მერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია სტრატეგიული დოკუმენტი პასუხობდეს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საჭიროებებსა და გურჯაანის, როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებაში, ერთ-ერთი მოწინავე მუნიციპალიტეტის რეალურ პოტენციალს.





















