Home რეგიონი თელავი თელავში 75 წლის ასაკში ცნობილი მორაგბე ალექსანდრე ცისკარიშვილი გარდაიცვალა

თელავში 75 წლის ასაკში ცნობილი მორაგბე ალექსანდრე ცისკარიშვილი გარდაიცვალა

თელავში, 75 წლის ასაკში, ცნობილი მორაგბე, ალექსანდრე ცისკარიშვილი გარდაიცვალა

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა.

ცისკარიშვილი ქართული რაგბის გამორჩეულ წარმომადგენლებს შორის განიხილებოდა.

იყო სსრკ სპორტის ოსტატი 1978 წლიდან და სსრკ პირველობაზე ბრინჯაოს მედალიც ჰქონდა მოპოვებული.

ცისკარიშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თელავში რაგბის განვითარებაში. მან და მისმა თანამოაზრეებმა რაგბი თელავში შემოიტანეს და დაარსდა სარაგბო კლუბი „ჭადარი“.

მის სპორტულ კარიერაში შედის სხვადასხვა გუნდში თამაში: პოლიტექნიკურის გუნდი (1978–1981), ლოკომოტივი (1970–1974) და ქუთაისის სახლმშენი (1980). ასევე იყო სსრკ თასი 1978-ის მონაწილე.

ალექსანდრე ცისკარიშვილის გარდაცვალებას ახლობლებსა და მეგობრებთან ერთად, თელავის სარაგბო კლუბი „ჭადარიც“ გლოვობს.