ნეპოტიზმი და დირექტორის დიქტატორული რეჟიმი აკურის საჯარო სკოლაში?!
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ქევხიშვილი ჩვენი ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ ქევხიშვილი ზამთრის ცივ დღეებში ცენტრალურ გათბობას მხოლოდ რამდენიმე საათი რთავს. ამ ფონზე მასწავლებელებსა და მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრება თითქმის ცივ გარემოში უწვეთ. ეს კი მოზარდების და იქ მომუშავე ადამიანების უფლებების უხეში დარღვევაა. სკოლაში დირექტორთან ამ საკითხეზე გამოთმული პრეტენზიების შემდეგ , ნანა ქევხიშვილმა მათთან საუბარში განმარტა , რომ ამ ფორმით ის სკოლის ფინანსებს ზოგავს. ცნობილია, რომ დირექტორი ხარჯვითი ნაწილის შემცირების გამო საგაკვეთილო პროცესზე ელექტროგანათებებზეც უარს ამბობს , რის გამოც გაკვეთილზე ხილვადობის მაჩვენებელი დაბალია.
ამ და სხვა საკითხებზე ჩვენს ოფიციალურ მისამართზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ დირექტორის, ნანა ქევხიშვილის მუშაობით დავინტერესდით.
აღმოჩნდა, რომ მას თითქმის დიქტატორული რეჟიმი აქვს დამყარებული და მისი 6-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ბევრი ნათესავი დაასაქმა.
“სკოლის დამლაგებლებს უთხრა, რონ ისინი ბიულეტინზე ვერ გავლენ, რადგან სკოლას საკმარისი ფინანსრული რესურსი არ აქვს, რომ ბიულეტინის თანხა გადაუხადოსო. ნანამ მათ უთხრა, რომ თუ ვინმე ცუდად გახდებოდა და ბიულეტინზე გავიდოდა თავისი ხელფასიდან უნდა გადაეხადა მისთვის, ვინც დალაგების პოზიციაზე მოვიდოდა. ეს არის უსამართლობა” – უყვება mak.ge-ის წყარო, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს.
„წელს დირექტორის არჩევნებია და ნათესაური კავშირის გამოყენება ალბათ ყველაზე მომგებიანი გათამაშებაა,“
მაშინ როდესაც სკოლის დირექტორი ფინანსების ხარჯვითი ნაწილის შემცირებაზე საუბრობს, პარადოქსია მისი დამოკიდებულება , როცა ყველაფერს პირიქით აკეთებს . საქმე ეხება, ბიოლოგიის ერთ-ერთ პედაგოგს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტინზე იმყოფება. სკოლა აღნიშნული პედაგოგის სახელფასო ნაწილს ფარავს, მის ნაცვლად კი გაკვეთილებს თავად სკოლის დირექტორი ატარებს და საათებიდან დამატებითი შემოსავალი ისევ ნანა ქევხიშვილის სახელფასო ბარათზე აისახება.
დირექტორის ნანა ქევხიშვილი ნდობით აღჭურვილ პირთა სიაში პირველ ადგილს იკავებს მისი ახლომეგობარი და სკოლის სასწავლო ნაწილი ელზა დურიშვილი. მას ამ თანამდებობის გარდა, შეთავსებული აქვს მანდატურის შტატი და პარალელურად, მათემათიკის საათები აქვს. ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს სკოლაში სასწავლო ნაწილის დის, მაია დურიშვილიც მოღვაწეობაც, რომლის მეჯვარე სწორედ სკოლის დირექტორია და ის ინფომენეჯერის პოზიციის გარდა, მე-2 კლასის ხელმღვანელია და მათემათიკის საათებიც აქვს . ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა,რომ მაია დურიშვილის შვილიც, ეთი დურიშვილი, ამავე სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწლვლებელია.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში დირექტორმა კიდევ ერთი ნათესავი, მამუკა ჭურღულაშვილი დაასაქმა და მას სპორტის მასწავლებლის სტატუსი მისცა. ნათესაური კავშირია მიზეზი, რომ ნანა ქევხიშვილის დახმარებით , ჭურღულაშვილმა ე.წ კრედიტქულები მხოლოდ სკოლაში ჩატარებული გაკვეთილების საფუძველზე მოიპოვა.
საინტერესოა სამეურვეო საბჭოს შემადგელობაც. იქ ეს ორგანო მხოლოდ სკოლის დირექტორ ნანა ქევხიშვილთან დაახლოებული პირებით არის დაკომპლექტებული. წელს დირექტორის არჩევნებია და ნათესაური კავშირის გამოყენება ალბათ ყველაზე მომგებიანი გათამაშებაა, რომელიც მას მეორე ვადით დირექტორის პოზიციაზე არჩევის დიდ შანს უტოვებს.