ირაკლი კობახიძე მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
ახტალის პარკში გამართულ ღონისძიებაზე, მთავრობის მეთაურმა ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის ეტიკეტების, ძველი ქართული ღვინისა და მეღვინეობის წიგნების გამოფენები დაათვალიერა.
“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები. მთავრობა მომავალშიც აუცილებლად შეუწყობს ხელს ასეთი ფესტივალების, ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. ეს ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ხელს უწყობს ამ კონკრეტული რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ახალისებს ეკონომიკურ აქტივობებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.
გურჯაანში ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ახტალის პარკში უკვე მეცხრედ გაიმართა.
წელს ადგილზე 500-ზე მეტი მეღვინე და მეწარმე იყო წარმოდგენილი.