Home რეგიონი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა...

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი ალადაშვილმა მერებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით არსებულ ვითარებაზე. აქცენტი გაკეთდა მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე, ასევე, სამუშაოების ეფექტურად და ხარისხიანად შესრულების მიზნით მონიტორინგის მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების ახალ ათწლიან სტრატეგიას 2026-2035 წლებისთვის და დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 7 ნოემბერს ქალაქ თელავში, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 305-ე წლისთავისადმი და 8 ნოემბერს, ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებზე.

რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.