Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე პარკის მოსაწყობად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი...

გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე პარკის მოსაწყობად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა

გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე, პარკის მოსაწყობად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის მიზანია გურჯაანში შეიქმნას თანამედროვე სარეკრეაციო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასა, ქალაქში ტურისტების რიცხვის ზრდას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი სივრცეების, ღია სცენებისა და პავილიონების მოწყობა.

ასევე გაკეთდება ავტოსადგომი. იგი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

გათვალისწინებულია ეკო-მასალების გამოყენება, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.