კახეთში საერთაშორისო ველოშეჯიბრი გაიმართა.
ველოშეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნიდან 150-ზე მეტი პროფესიონალი ველომრბოლელი მონაწილეობდა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ველოსიპედის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის სტენდები, მონაწილეობა მიეღოთ სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი ღვინის ჩამოსხმის პროცესში და გაცნობოდნენ რეგიონში ეკომეგობრული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს.
ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი დაესწრნენ.
ველოშეჯიბრი ღვინის კომპანია „შატო ზეგაანის“ ინიციატივით გაიმართა
            
	




















