Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტულ გაერთიანებას“ სპორტული ინვენტარი გადასცა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტულ გაერთიანებას“ სპორტული ინვენტარი გადასცა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტულ გაერთიანებას“ სპორტული ინვენტარი გადასცა.

სპორტული ინვენტარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა CESL-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის — „მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ — ფარგლებში, რომელსაც მხარდაჭერა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) გაუწია.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ასევე განხორციელდა ქალაქ გურჯაანში თამარ მეფის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და კურორტ „ახტალის“ პარკში საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გეგმავს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.