ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წიწკანაანთსერში შიდა საუბნო გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
სოფელ წიწკანაათსერში, პირველ უბანზე დაგეგმილია გზის 1185 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 557 829 ლარს შეადგენს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და 2026 წელს დასრულდება.
 
             
	




















