Home ბლოგი ბათუმში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილის კადეტ მოჭიდავეთა ტრადიციული ტურნირი

ბათუმში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილის კადეტ მოჭიდავეთა ტრადიციული ტურნირი

ბათუმში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილის კადეტ მოჭიდავეთა ტრადიციული ტურნირი, ნოდარ ჭანუყვაძის და ოთარ ბაკურაძის სახელობის პრიზზე.

გურჯაანის სპორტული გაერთიანების მწვრთნელის თამაზ ყიფიანის განმარტებით, ასპარეზობაში 2013-14 წლებში დაბადებული 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

68 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ გაისარჯა ჩვენი გუნდის საუკეთესო კლასიკოსი ალექსანდრე აროშვილი, რომელმაც ფინალამდე 4 შეხვედრა გამართა და ყველა მათგანი სუფთა გამარჯვებით დაასრულა.

გადამწყვეტი დაპირისპირება კი სამწუხაროდ დათმო და ტურნირის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.