Home დღის ამბები სამართალი ყვარელში კაცმა ორი ძაღლი მოკლა-ბრალდებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ყვარელში კაცმა ორი ძაღლი მოკლა-ბრალდებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ორ ეპიზოდზე, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ყვარელში 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ბრალდებულმა ორი ძაღლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

კაცს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით ჩადენილ დანაშაულში სდებენ ბრალს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.