გურჯაანს ღვინის ფესტივალის ფარგლებში 3 ქვეყნის დელეგაცია სტუმრობდა. მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული – ლიეტუვას პაკრუოისის, სლოვაკეთის პოვაჟსკა-ბისტრიცას და ესტონეთის კუუსალუს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა ტურიზმის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით საერთო პერსპექტივები განსაზღვრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.