გურჯაანსა და კიდევ სამ ქალაქში პარკების მოწყობაზე კონკურსი გამოცხადდა
კონკურსს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს.
პროექტი ოთხ ქალაქს – გურჯაანს, ამბროლაურს, ახალციხესა და კასპს მოიცავს. მისი მიზანია ქალაქებში შეიქმნას თანამედროვე სარეკრეაციო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასა და ტურისტული მიმზიდველობის ზრდას.
დაგეგმილია საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი სივრცეების, ღია სცენებისა და პავილიონების მოწყობა.
ასევე მოეწყობა ავტოსადგომები და დამონტაჟდება გარე განათების, სარწყავი, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.
გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია გამოავლენს, რის შემდეგაც მომზადდება დეტალური პროექტები და გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები.
კონკურსების შესახებ დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=6127
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=6126
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=6125
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=6125





















