საზოგადოება

რა გარანტიები არსებობს, რომ საპენსიო დანაზოგი დაგვიბრუნდება

რა გარანტიები არსებობს, რომ საპენსიო დანაზოგი დაგვიბრუნდება

„ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით“,- ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა  განაცხადა.

გოგა მელიქიძემ  იმ გარანტიებზე ისაუბრა, რომელიც საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას უზრუნველყოფს.

„არამარტო 90-იან წლებში, არამედ, მთელი საქართველოს კაპიტალისტურ ისტორიას რომ გადავხედოთ, ბოლო ერთ საუკუნეს, საქართველოში არ იყო თაობა, რომელმაც შეძლო ფულის დაზოგვა. შევხედოთ, გასული საუკუნის დასაწყისს, სულ ხდებოდა დანაზოგის გაქრობა… ჩვენ შევძლებთ ვიყოთ პირველი თაობა, რომელსაც შეუძლია დანაზოგი შექმნას და გადასცეს შემდეგ თაობას. იმ დროს, როდესაც ევროპაში და დასავლეთის ეკონომიკაში, საშუალოდ, მეოთხე, მეხუთე თაობაა, რომელიც ზოგავს და გადასცემს დანაზოგს.

ამიტომ, ეს სკეპტიციზმი სწორია და სწორედაც, ამ რეფორმის მთავარია ამოცანა არის, რომ ეს გამოცდა ჩააბაროს, ანუ, ისე იფუნქციონიროს. და, საკმაოდ კარგია, რომ კოვიდის დროს ეს თანხა არ დარიგდა არამიზნობრივად და თავის მიზანს ემსახურება. ეს პირველიო ტესტი საკმაოდ წარმატებულად ჩააბარა.

რა არის ამის გარანტია – პირველი, კანონი, ეს არის საკმაოდ მაღალი ინსტანცია. კანონზე ზევით დგას კონსტიტუცია, ანუ, კანონი იცავს მონაწილეებს, სადაც წერია, რომ ეს დანაზოგი ეკუთვნის მხოლოდ მონაწილეებს და მასზე არ ვრცელდება არანაირი აღსრულება, არანაირი ყადაღა, არანაირი ინკასო, არანაირი მსგავსი დაბლოკვა.

მეორე დაცვა არის ის, რომ საპენსიო თანხები იმართება დამოუკიდებლად, პოლიტიკური დღის წესრიგისა. მას მართავს დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, რომელსაც არეგულირებს ეროვნული ბანკი, და, აქ არის წერტილი.

ამავე დროს, მისი საოპერაციო დაცვა – ამ თანხის შენახვა არ ხდება მაგალითად, საპენსიო სააგენტოში ან გაბნეულად რომელიმე კონტრაგენტებთან, თვითონ კანონი ამბობს, რომ უნდა იყოს ცენტრალური შემნახველი, რასაც ჩვენ დეპოზიტარს ვეძახით. აქაც კომპლექსური ხელშეკრულებით მოხდა დეპოზიტარის აყვანა. ამასთან, დეპოზიტარი რომ იყოს და ჩვენ გაგვიწიოს კონკრეტული მომსახურება, შესაბამისი ავტორიზაცია ეროვნული ბანკისგან უნდა აიღოს და მოემზადოს ამისთვის, სისტემებით, პროცედურებით, კაპიტალით და ა.შ. ყველა ვერ იქნება დეპოზიტარი. ჩვენ შემთხვევაში, სადღაც 9 თვე ვმუშაობდით დეპოზიტარის ხელშეკრულებაზე, 2021-ში ავიყვანეთ „საქართველოს ბანკი“, იქ იყო 3-წლიანი კონტაქტი, ახლა ვადა გაუვიდა კიდევ იქნება ახალი კონტრაქტი დეპოზიტარის. ანუ, შენახვაც ხდება ცენტრალურად და ცალკე პასუხისმგებლობაა ამ თანხების შენახვა და იმასაც აკონტროლებს ცენტრალური ბანკი, შენახვის პრინციპი არის თუ არა სწორად დაცული.

ამავდროულად, ხდება საპენსიო აქტივის შეფასება. ჩვენ კი ვაფასებთ, მაგრამ ეს კიდევ ხდება დამოუკიდებელი დეპოზიტარის მიერ, და მერე ხდება შედარება. მხოლოდ ჩვენ რომ ვაფასებდეთ ამას, შეიძლება, სწორი კრიტიკა გაჩნდეს, რომ ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ, ჩვენც რა თქმა უნდა, მის ღირებულებას ვაფასებთ ყოველდღე, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებლად დეპოზიტარიც აფასებს გარკვეული მეთოდოლოგიით, რომელიც ნორმატიული აქტია ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული.

ასე რომ, ამ ნაწილშიც, ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ .

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close