Home დღის ამბები საზოგადოება საქართველოში ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევა იკრძალება

საქართველოში ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევა იკრძალება

წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვას თან ახლავს ფინანსური ჯარიმები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონი ძალაში 1 იანვრიდან შევიდა და დაუშვებელი გახდა პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, ასევე თეფშებისა და საწრუპების, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურების, ჭიქებისა და მათი თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

კვების ობიექტებს კი ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის მზა სურსათის მიწოდება, ან შეთავაზება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქების გამოყენებით.

დაწესდა ადმინისტრაციული სანქციები, რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა 1 000 ლარი, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

განმეორებითი დარღვევა კი 2 000 ლარი, პროდუქციის კონფისკაციით.

ჩამორთმეული პროდუქცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა.