Home დღის ამბები საზოგადოება ქალაქ საგარეჯოში 10 ქუჩაზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ქალაქ საგარეჯოში 10 ქუჩაზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ.

ადგილობრივების თქმით, საახალწლო დღეებში ტექნიკური შეფერხების მიზეზი უცნობია.

როგორც ისინი აცხადებენ, წყალს არასაკმარისი რაოდენობით იღებენ მაღალსართულიანი კორპუსების მაცხოვრებლებიც, რის გამოც, მათი თქმით, ვერ მუშაობს წყლის გამაცხელებელი მოწყობილობები.

აბონენტებმა სმს შეტყობინება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, აღდგენა 3 იანვარს, დილის საათებიდან უნდა დაიწყოს.

ქალაქ საგარეჯოში, სერვისის გარშე ასეულობით ოჯახია დარჩენილი.

თუმცა, სასმელი წყლის შეწყვეტის მიზეზებზე ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.