Home დღის ამბები საზოგადოება ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ36–კმ64 მონაკვეთზე (ვერონა–თელავი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე თავისუფალია.

ადრე დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც უამინდობისა და ინტენსიური თოვის გამო მოქმედებდა, მოხსნილია. გზა სრულად გახსნილია როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ავტოტრანსპორტისთვის.

მიუხედავად მოძრაობის აღდგენისა, მძღოლებს კვლავ სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ — გაითვალისწინონ ამინდის პირობები, დაიცვან საგზაო წესები და გადაადგილდნენ უსაფრთხოდ.

📍 ინფორმაცია განახლდება გზის მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში.