დღის ამბები
რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტრო...
თელავში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა
რომ კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა, რომელიც თელავის ერთ- ერთი საავადმყოფოს ექთანია. დაინფიცირებულის კონტაქტების მოძიების მიზნით ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ.
კორონავირუსი დაუდასტურდა...
დაიკლებს თუ არა ფასები საქართველოში 2023 წელს? – პროგნოზები
მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, თუმცა მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგები და მათ შორის, მიგრანტების შემოდინება იყო.
საერთაშორისო ბაზარზე საიმპორტო პროდუქციის გაძვირების, მიგრანტების მხრიდან საერთო მოთხოვნის ზრდის და წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის 3%-ით გამკაცრებამ წელს ინფლაციის მაჩვენებელი თითქმის 10-წლიან მაქსიმუმამდე, 13.9%-მდე გაზარდა.
მოგვიანებით, ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.4%-მდე დაიწია, თუმცა მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა: სიმინდის ფქვილი (82,78%), კარტოფილი (39,23%), შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტები (38,92%), ვაფლი კრემით (37,97%), ხახვი (37,85%) და სხვა ბევრი პროდუქტიც.
გაიაფებით კი მხოლოდ 5 პროდუქტი გაიაფდა: ქლიავი 26,37%-ით, ყურძენი 18,59%-ით, კომბოსტო - 13,76%-ით, ნიორი - 6,90%-ით და ბადრიჯანი - 0,93%-ით.
სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა ქვეყნის მოსახლეობისთვის, პირდაპირ აისახება მათ ჯიბეზე და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.
სიძვირის დაძლევის გზებზე ქართველ ეკონომისტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, ასევე განსხვავებულია პროგნოზები 2023 წლის ინფლაციასთან დაკავშირებითაც. ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზს გაგაცნობთ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წელს მდგრადი იყო, უკრაინაში ომით გამოწვეულმა შედეგებმა კი მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტი იქონია. რაც შეეხება ინფლაციას, IMF წელს სამომხმარებლო ფასების 11.6%-ით ზრდას ვარაუდობს, ხოლო 2023 წლიდან, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის კვალდაკვალ, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ინფლაციის მაჩვენებლის 6%-მდე შემცირებას მოელის, 2024 წლიდან კი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს და 3%-მდე ჩამოვიდეს.
მსოფლიო ბანკი (WB) 2022 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 8.8%-იან მატებას ვარაუდობს, თუმცა ორნიშნა იქნება ინფლაცია წელს WB-ს პროგნოზითაც, 2023 წლის ბოლოსთვის კი ფასებზე წნეხი უნდა შემსუბუქდეს ნავთობის ღირებულებისა და მიწოდების შეფერხებების კლების ფონზე. ბანკის თანახმად, მუდმივმა ინფლაციამ, გლობალურად ფინანსური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, დოლარიზაციის მაღალმა დონემ კი მაკრო-ფინანსურ სტაბილურობაზე.
მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ტურიზმის აღდგენის პოზიტიურ ტემპს უსვამს ხაზს ევროპის რეკონსტრუქციის ბანკიც (EBRD) რომლის თანახმადაც, 2022-ში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8% იქნება, 2023 წელს კი გაურკვევლობის მაღალი დონისა და გარე შოკების მაღალი ალბათობის გამო, ზრდა 5%-მდე შემცირდება. EBRD წელს ინფლაციის 11.6%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებს, 2023 წლიდან კი კლებას.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) თანახმად, 2022-ში საქართველოს ეკონომიკის 7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. რაც შეეხება 2023 წელს, ADB რეალური მშპ-ს 6%-ით ზრდას პროგნოზირებს. ორნიშნა, 11%-იანია აზიის განვითარების ბანკის ინფლაციის პროგნოზიც 2022 წლისთვის, მომდევნო წლისთვის კი მაჩვენებლის 5%-მდე კლებაა მოსალოდნელი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თანახმად, საქართველოში ინფლაცია კლებას 2023 წლის თებერვლიდან დაიწყებს, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება
ქართული კვლევითი ორგანიზაცია TBC Capital-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შედარებით პესიმისტური, 3.5%-იანია, ინფლაციის დონე კი, ორგანიზაციის თანახმად, მომდევნო წელს მკვეთრად შემცირდება და საშუალოდ 4% იქნება.
იცოდი, რომ მუსიკას შეუძლია ღვინის გემო შეცვალოს?
ბრიტანელი პროფესორი, ფსიქოლოგი ადრიან ნორთი ამტკიცებს, რომ მუსიკის ჟღერადობა პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, როგორ აღიქვამს ადამიანი ღვინოს.
ექსპერიმენტში მონაწილეები წითელ და თეთრ ღვინოს ოთხი განსხვავებული...
სოფელ კისისხევში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, მერსედესის მარკის მსუბუქს ავტომობილს, რომელიც გურჯაანის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუჩნდა.
ავტომობილის მძღოლმა აალებული ავტომანქანიდან გადასვლა მოასწრო.
მისი ინფორმაციით, მანქანა ტექნიკურად გამართული იყო...
პროდუქტის ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა
სავაჭრო ობიექტში პროდუქტის ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა. აღნიშნული რეგულაცია ძალაში უკვე 2023 წლის 2 იანვრიდან შევიდა.
შედეგად, თუ აქამდე პროდუქტის აწონვისას პოლიეთილენის პარკის...
ღვინის ექსპორტის კლების ტემპი შენელდა
ღვინის ექსპორტის კლების ტემპი შენელდა. 7 თვის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე 121 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც მხოლოდ 2.9%-ით ნაკლებია 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
უმსხვილესი...
ყველაზე მეტი ბოლო 13 წელიწადში – საქართველომ იანვარ-მაისში თურქეთში 2 047 ტონა მარწყვი იყიდა
საქართველომ იანვარ-მაისში 2,047 ტონა, 612 ათასი ათასი აშშ დოლარის ღირებულების მარწყვი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 1 136 ტონით აჭარბებს. 2021 წლის...
23 აპრილს ელექტროენერგია შეეზღუდება
23 აპრილს, ელექტროენერგია შეეზღუდება შემდეგ აბონენტებს-
10:00- დან 15:00 საათამდე ქ. თელავში ახვლედიანის და ნადიკვრის ქუჩებს
16:00- დან 18:00 საათამდე სოფ. კისისხევში 263 აბონენტს
15:00- დან 19:00...
რომელი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას გეგმავს მთავრობა 2023-24 წლებში
2023-2024 წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტების საერთო ღირებულება 5.7 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე მსხვილი, 1.2-მილიარდიანი ქვეშეთი-კობის საავტომობილო...


























