ეკონომიკა

ყველაზე მეტი ბოლო 13 წელიწადში – საქართველომ იანვარ-მაისში თურქეთში 2 047 ტონა მარწყვი იყიდა

ყველაზე მეტი ბოლო 13 წელიწადში - საქართველომ იანვარ-მაისში თურქეთში 2 047 ტონა მარწყვი იყიდა

საქართველომ იანვარ-მაისში 2,047 ტონა, 612 ათასი ათასი აშშ დოლარის ღირებულების მარწყვი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 1 136 ტონით აჭარბებს. 2021 წლის 5 თვეში ქვეყანაში 911 ტონა 289.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მარწყვის იმპორტი განხორციელდა.

იმპორტის თითქმის სრული მოცულობა თურქეთიდან განხორციელდა. მხოლოდ 0.42 ტონა შემოვიდა ეგვიპტიდან.

აღსანიშნავია, რომ რეექსპორტზე, მხოლოდ 47.9 ტონა მარწყვი გავიდა.

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, თუ რა მოცულობის მარწყვი იყიდა საქართველომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close