დღის ამბები

პროდუქტის ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა

პროდუქტის ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა

სავაჭრო ობიექტში პროდუქტის ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა. აღნიშნული რეგულაცია ძალაში უკვე 2023 წლის 2 იანვრიდან შევიდა.

შედეგად, თუ აქამდე პროდუქტის აწონვისას პოლიეთილენის პარკის გამოყენება უფასოდ იყო შესაძლებელი, მიმდინარე თვიდან მსგავსი პარკების გამოყენება დარღვევას წარმოადგენს და მასზე შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის 14 დეკემბრის დადგენილების თანახმად, 2023 წლის ივნისიდან ცვლილება შეეხება ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკებსაც. კერძოდ, 1-ლი ივნისიდან ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ ან ინგლისურ ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close