Home დღის ამბები კულტურა რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – მარტის მთავარი კინოპრემიერები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – მარტის მთავარი კინოპრემიერები

წარმოგიდგენთ მარტის მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.

ჩემი ოთახი

ჩემი ოთახი 2022 წლის ყველაზე ტიტულოვანი ქართული ფილმია. სურათმა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მთავარი როლის შემსრულებლებს თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიის ჯილდო მოუტანა. სურათი ასევე ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულია. სოსო ბლიაძის ახალი ფილმის ნახვა დიდ ეკრანზე 2 მარტიდან არის შესაძლებელი.

Creed III

სილვესტერ სტალონეს მიერ 1970-იან წლებში დაწყებული სპორტული ეპოპეა გრძელდება. როკი ბალბოას როლის შემსრულებელმა გზა ახალგაზრდებს დაუთმა, თვითონ კი პროდიუსერის სკამს დაკმაყოფილდა. მაიკლ ბი ჯორდანის პერსონაჟს, აპოლო კრიდის შვილს, ადონისს ამჯერად დემიენ ანდერსონის დამარცხება მოუწევს. ქრიდის მესამე ნაწილი საქართველოს კინოთეატრებში 2 მარტს გამოვიდა.

Asterix & Obelix: The Middle Kingdom

11-წლიანი პაუზის შემდეგ ფრანგული კომიქსის გმირები, ასტერიქსი და ობელიქსი დიდ ეკრანს უბრუნდებიან. ობელიქსს მეხუთედ ჟერარ დეპარდიე ითამაშებს, ხოლო ასტერიქსის როლს კარიერაში პირველად გიომ კანე შეასრულებს. ფილმში თანამედროვე ფრანგული კინოს თანავარსკვლავედს, მათ შორის ვენსან კასელსა და მარიონ კოტიარსაც იხილავთ. ასტერიქსისა და ობელიქსის ახალი ნაწილი საქართველოს კინოთეატრებში 2 მარტიდან გამოვიდა.

Scream VI

მარტი სიქუელების თვეა. საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს კი საკულტო ფრენჩაიზის მორიგი ნაწილი ელოდება. კივილის მეექვსე სერიაში მაყურებელი იხილავს ძველი ნაწილებისა და Friends-ის ვარსკვლავს კორტნი კოქსს და უენსდეის როლით აფეთქებულ ჯენა ორტეგას. უეს კრეივენის მიერ დაწყებული ჰორორის ახალ ინსტალაციას ქართველი მაყურებელი 9 მარტიდან ნახავს.

65

ასტრონავტი უცხო პლანეტაზე ავარიულად ეშვება. ბორტზე მფრინავისა და გოგონას გარდა ყველა იღუპება. სულ მალე გადარჩენილები ხვდებიან, რომ წარსულში იმოგზაურეს და მშობლიურ პლანეტა დედამიწაზე დინოზავრების ეპოქაში მოხვდნენ. ადამ დრაივერის ახალი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის ნახვა 17 მარტიდან არის შესაძლებელი.

Shazam! Fury of the Gods 

DC-ის კომიქსების ერთ-ერთ საუკეთესო ფილმის გაგრძელება საქართველოს კინოთეატრებში 16 მარტიდან გამოდის. სათავგადასავლო მძაფრსიუჟეტიანი კომედიის მთავარი (სუპერ)გმირები ამჯერად დედამიწის გადარჩენას ატლასის ქალიშვილებისგან შეეცდებიან.