ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ცეკვის სტუდიები, ფოლკლორული ანსამბლები და სოლო შემსრულებლები, რომლებმაც ბატონი ომარის საპატივსაცემოდ გამორჩეული კონცერტი წარმოადგინეს.
ომარ მირიანაშვილი ღირსეული ხელოვანია — მისი ღვაწლი და შემოქმედებითი გზა ჩვენი რეგიონის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბატონ ომარს იუბილე მიულოცეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ბერიძიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, მეგობრებმა, მოსწავლეებმა და თანამოქალაქეებმა.
საღამოს დასასრულს, გურჯაანის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა სონღულაშვილმა იუბილარს კულტურული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის სიგელი და პრიზი გადასცა.
ჯილდო ასევე გადაეცა დამსახურებულ ქორეოგრაფსა და ხელოვნების ღირსეულ მოღვაწეს, ანსამბლ “სანაგირეს” ხელმძღვანელს ილია შოშიაშვილს რომელსაც ასევე წელს ჰქონდა 70 წლის იუბილე.