გურჯაანის კულტურის ცენტრში საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი. მაყურებელმა მოისმინა ქართული და ევროპული საოპერო ნაწარმოებების ფრაგმენტები, რომლებმაც საღამოს განსაკუთრებული საზეიმო განწყობა შესძინა.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი შვილთან ერთად, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.





















