Home დღის ამბები კულტურა ახმეტაში გია ბაღაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ახმეტაში გია ბაღაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ახმეტის კულტურის სახლში გია ბაღაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზურაბ ფილაშვილი და ვანო ნასყიდაშვილი.

საღამოში მონაწილეობა ადგილობრივმა შემსრულებლებმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს.