მეორე დღეა მძიმე ხასიათზე ვარ … ნათქვამი რომ არის სიმართლის მთქმელს ცხენი მუდამ შეკაზმული უნდა ჰყავდესო… ისეა ჩემი საქმე. მაგრამ იმ ცხენს ჩემტვის არასდროს არ ვკაზმავ, ბოლო პერიოდში გადავწყვიტე ის ცხენი ჩემი შვილებისთვის შევკაზმო…
მე ?
ყველა წავა და მე არც ცოცხალი და არც მკვდარი ამ ქალაქს არ მოვშორდები…
რამდენი რამ გადავიტანეთ ბოლო 30 წელი….
ჯერ 2012 წელს როგორი ისტორიული ძეგლები და შენობები დავკარგეთ …დაგვინგრიეს ერთი ბულდოზერის მოქნევით…
მაშინ ავიშვიშებული ქალაქი ახლა მეფური ძილითაა გატრუნული….
რა გგონიათ თელაველებს ? ძველი თეატრის შენობის დანგრევა უფრო დიდი დანაშაულია თუ ამდენი ბეტონის ჯუნგლების წამოჭიმვა ქალაქის ცენტრში ?
თქვენ თელავი მარტო მოედანი, მეფის ძეგლი და ბატონის წყალი გგონიათ ?
თელავის სიყვარული რა გგონიათ?
რამ სიგრძე სადღეგრძელოს იტყვით ეგ ?
თუ რაც უფრო ხმამაღლა იღრიალებთ ცივ გომბორის კალთებს შეფარებულო ?!
თელავის სიყვარული მასზე ზრუნვაა ? მხოლოდ ნგრევა არ არის თელავის მტრობა, ხან ნგრევაზე მეტად შუა საკუნუეების ფეოდალურ ქალაქის სიტროიულ ნაწილში წამოჭიმული ბეტონის ჯუნგლი შენობების აშენება უფრო მეტი მავნებლობაა…
ძალიან ვბრაზდები სინამდვილეში თელაველებზე, რამ დაგადუმათ ხალხო !
ხმა ამოიღეთ !
ხმაააა !
თქვით რა ფესვებზე ვცხოვრობთ…
მოყევით ვინ ვართ და საიდან მოვდივართ …
თქვენი დუმილი უფრო მკლავს, ვიდრე იმის ყურება, როგორ კლავენ ჩემს ქალაქს, ყოვრელ თვე ახალი სამშენებლო ნებართვების გაცემითა და ახალი დეველოპერების გამოჩენით ….
და ბოლოს მივხვდი , რომ ნამდვილ თელაველებზე არ უნდა გავბრაზდე, არ უნდა გავბრაზდე მათზე ვისი წინაპარაიც ბოლო 500 წელია აქ ცხოვრობს… არ უნდა გავბრაზდე მათზე იმიტომ რომ თავის დროზე თელავი ხელში მოსულებმა ჩაიგდეს …. და მათთვის ეს ქალაქი ცივ გომბორის კალტებზე გაშენებული ურბანული ტერიტორიაა, და არა ქალაქი როგორც ცოცხალი ორგანიზმი…
ერთი იგავის წაკითხვის შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდა
იგავი ,,არასოდეს ეკამათო ვირს”
ვირმა კითხა ვეფხვს:
– ბალახი ლურჯია.?
ვეფხვმა უპასუხა:
– არა, ბალახი მწვანეა!
ატყდა კამათი და ისინი წავიდნენ ლომთან, ტყის მეფესთან, უთანხმოების მოსაგვარებლად.
მანამდე სანამ მიუახლოვდებოდნენ დანიშნულების ადგილს, კერძოდ სადაც ლომი იჯდა ტახტზე, ვირმა შორიდანვე დაიიწყო ყვირილი:
– თქვენო უდიდებულესობავ, მართალია, რომ ბალახი ლურჯია?
ლომმა უპასუხა:
– დიახ, მართალია, ბალახი ლურჯია.
გახარებულმა ვირმა განაგრძო:
– ვეფხვი არ მეთანხმება, მეჩხუბება და მაღიზიანებს. გთხოვთ დაისაჯოთ.
ცხოველთა მეფემ ბრძანა:
– ვეფხვი 5 წლიანი დუმილით დაისჯება.
ვირი სიხარულით წამოხტა და განაგრძო კმაყოფილმა შეძახილები:
– ბალახი ლურჯია, ბალახი ლურჯი…
ვეფხვმა, მიიღო მიკუთვნებული სასჯელი, ჰკითხა ლომს:
– თქვენო უდიდებულესობავ, რატომ დამსაჯეთ… ბალახი ხომ მწვანეა!
ლომმა უპასუხა:
– რასაკვირველია, ბალახი მწვანეა.
გაკვირვებულმა ვეფხვმა ჰკითხა:
– მაშინ რატომ მსჯით!
ლომმა უპასუხა:
– საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ბალახი ლურჯია თუ მწვანე. სასჯელი, რომელიც მიიღეთ, არის იმისთვის, რომ ისეთი მამაცი და ჭკვიანი ცხოველი, როგორიც ვეფხვია, არ უნდა კარგავდეს დროს ვირთან კამათში. და კიდევ, ამ კამათის შემდეგ მოვიდეს ჩემთან მსგავსი კითხვით.
ყველაზე ცუდია დროის კარგვა სულელთან და ფანატიკოსთან კამათი, რომელსაც არ აინტერესებს სიმართლე ან რეალობა, არამედ, მისთვის მხოლოდ მნიშვნელოვანია საკუთარი მტკიცებულების და ილუზიების გამარჯვება.
არასოდეს დაკარგოთ დრო უაზრო კამათზე. არიან ადამიანები, რომლებსაც რამდენი მტკიცებულება და ფაქტიც არ უნდა მიაწოდონ, მაინც არ იგებენ. ერთადერთი, რაც მათ სურთ – იყვნენ მართალი, თუნდაც ეს ასე არ იყოს.
როცა უმეცრება ყვირის, ინტელექტი დუმს .
დუმილს უფრო მეტი ძალა აქვს და ამას ნახავთ მალე ….