Home ბლოგი გურჯაანის სპორტული გაერთიანების ძალოსნები საქართველოს გუნდური პირველობის მესამე პრიზიორები არიან

გურჯაანის სპორტული გაერთიანების ძალოსნები საქართველოს გუნდური პირველობის მესამე პრიზიორები არიან

გურჯაანის სპორტული გაერთიანების ძალოსნები საქართველოს გუნდური პირველობის მესამე პრიზიორები არიან. მთავარი მწვრთნელის, ნიკა წიკლაურის, ინფორმაციით, წყალტუბოში გამართულ ეროვნულ ჩემპიონატში გაერთიანების სპორტსმენებმა გიორგი ქინქლაძემ, ხვიჩა კიწმარიძემ და ვატო წიკლაურმა წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც გურჯაანის სპორტული გაერთიანების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ძალოსნობის კახეთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელი გელა დალაქიშვილი, ტრიუმატორ სპორტსმენებს შეხვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.