გურჯაანის მუნიციპალიტეტში სკრინინგის კიდევ ერთი აქცია გაიმართა. კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, არაგადამდები დაავადებების, ასევე B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონში” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.





















