Home ბლოგი იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი ტრაგიკულად დაიღუპა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი ტრაგიკულად დაიღუპა

იტალიაში, ქართველი ემიგრანტი ქალი ტრაგიკულად დაიღუპა

33 წლის ეკა ჯაჯვანს, უდინეს პროვინციაში ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორმაციას ქართველი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე, იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“- ქალაქ ტრიჩეზიმოში, ოთხშაბათს გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეკა ჯაჯვანი ემსხვერპლა. ის ქალაქ რეანა დელ როიალეში ცხოვრობდა და მცირეწლოვანი შვილის დედა იყო. გზას კვეთდა ბიძაშვილთან ერთად, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ცნობებით, ქალი ქვეითთა გადასასვლელზე არ იმყოფებოდა.

დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილმა რამდენიმე მეტრის მანძილზე მოისროლა.

საჭეს 26 წლის ადგილობრივი ახალგაზრდა მართავდა, რომელიც შემთხვევის შემდეგ ადგილზე გაჩერდა.

ეკატერინესთან მყოფი ბიძაშვილი ფიზიკურად არ დაშავებულა, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ შოკში იმყოფება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, თუმცა ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს”- წერს ჟურნალისტი