დღის ამბები

დღეს ზამთრის ბუნიობაა – ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე

ზამთრის ბუნიობა ყოველწლიურად 21 დეკემბერს ხდება და ის მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა.ამ დროს მზე უკიდურესად სამხრეთისაკენ იხრება 23, 5 გრადუსით.სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ჩრდილოეთ პოლუსი ამ დროს 23, 5 გრადუსით შორსაა მზისაგან და შესაბამისად დროის მცირე მონაკვეთის მანძილზე იღებს მისგან სინათლეს.

აქედან გამომდინარე, 21 დეკემბრის დილა გვიან თენდება, ხოლო საღამოს ადრე ბნელდება. ამ დღიდან დღე მატებას იწყებს და ეს გრძელდება 21 ივნისამდე, ანუ ზაფხულის ბუნიობამდე, როდესაც ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე ფიქსირდება.გარდა ამისა, არსებობს გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობა, როდესაც დღე-ღამის დრო ერთმანეთის თანაბარია, 12-12 საათია. გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს, ხოლო შემოდგომისა 23 სექტემბერს აღინიშნება.

ზამთრის ბუნიობა ასტროლოგიური ზამთრის დასაწყისად ითვლება.

ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობას მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.წელიწადის ცივ სეზონზე განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში ზეიმობენ ხოლმე.ზაფხულის ბუნიობა კი ძველ დროში საქართველოშიც აღინიშნებოდა.

ზოგადად კი, მზისადმი თაყვანისცემა პრეისტორიულ ხანაში ხდებოდა და იმ დროის ხალხის რწმენით, ზამთრის ბუნიობა თავის თავში გულისხმობდა სიკვდილსა და წარმავლობას, ხოლო ზაფხულის ბუნიობა პირიქით– სიცოცხლესა და გამოღვიძებას განასახიერებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close