გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ- ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებები, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნიციპალურ ორგანიზაციებში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს.
მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ადგილზე არსებულ საჭიროებებზე დროული რეაგირება, ასევე მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საკითხი.
სამუშაო შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – კონსტანტინე ბერიძიშვილი და ლევან ხაზიური ესწრებოდნენ.





















