Home დღის ამბები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან შექმნილ ვითარებას...

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან შექმნილ ვითარებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

გადაუღებელი წვიმის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტში ადიდებული მდინარე შოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ ბალღოჯიანში მისასვლელ გზას საძირკველი გამოაცალა.

სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდის და ადიდებული მდინარისგან დაზიანებული გზის საძირკვლის გამაგრება.

სამუშაოების განხორციელებაში ჩართულია – ყვარლის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური და საქართველოს მელიორაცია.