სოფელ კახიფარმა, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცის მიხეილ მარჩილაშვილის მემორიალურ მინი-საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა.
სოფელ ვაჩნაძეანის მკვიდრი, 1993 წელს ოჩამჩირის მისადგომებთან გმირულად დაიღუპა.
გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორის მოადგილის გიორგი ამისულაშვილის განმარტებით, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაში, მონაწილეობა მისმა მეგობრებმა და თანასოფლელებმაც მიიღეს.
უშეღავათო და დაძაბული საფეხბურთო მარათონი კი სოფელ კალაურის პირველი გუნდის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ადგილზე ვაზისუბნელები გავიდნენ, მესამე საპრიზო ადგილი კი კალაურის მეორე გუნდს ხვდა წილად.
გამარჯვებულები და პრიზიორები სამახსოვრო თასებით, შესაბამისი ხარისხის მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული ხელმძღვანელი თამაზ კალატოზიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





















