Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ტრადიციული დღესასწაული „აფენობა 2025“ გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ტრადიციული დღესასწაული „აფენობა 2025“ გაიმართა

სკოლისა და საბავშვო ბაღების მოსწავლეებმა საშემოდგომო კუთხეები და ხელნაკეთი ნამუშევრები წარმოადგინეს.

ადგილობრივმა მეწარმეებმა კი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები და სოფლის ღვინოები.

საღამო კონცერტით დასრულდა, ჯგუფი 1/4 & ლინდა ადამიასა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

დღესასწაულს ესწრებოდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.