Home რეგიონი გურჯაანი ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი გაეცნენ.

ამ დროისთვის, გზის 536 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულებულია გარე განათების ახალი სისტემის მონტაჟი, განახლდა და მიწისქვეშ განთავსდა წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემები, აგრეთვე, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, გარე განათებისა და ინტერნეტის ქსელები.

პროექტის ღირებულება 1 178 000 ლარს შეადგენს.