16 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში, გადამუშავებულია 303 ათასამდე ტონა ყურძენი.
აქედან, კახეთში გადამუშავებულია 297 ათასამდე ტონა. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 155 ათასამდე ტონა რქაწითელი, 125 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 2,5 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 2,4 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია.
ამ ეტაპის მონაცემებით, წელს კახეთსა და რაჭაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდება





















