Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანში ახალგაზრდული ბანაკი „თაობა“ დასრულდა

გურჯაანში ახალგაზრდული ბანაკი „თაობა“ დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე ბერიძიშვილმა, მერიის ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. დახურვის ღონისძიებაზე გუნდებმა წარადგინეს იდეები, რომლებიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ეხებოდა და რომლებზე მუშაობაც პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელმაც ბათუმში სასტუმროს 3 დღიანი ვაუჩერი მოიპოვა.

ახალგაზრდული ბანაკი „თაობა“ მოიცავდა სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. პროექტში 14–დან 18 წლამდე ასაკის 50 ახალგაზრდა მონაწილეობდა. წელს ბანაკი პირველად გაიმართა და მისი მიზანი იყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება და უნარ-ჩვევების გაძლიერება.

ბანაკის დახურვის ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო „რანჩო ვარიანში“ გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ერთი კვირა გაატარეს.