Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების კადეტ ძიუდოისტთა წარმატებებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დაემატა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების კადეტ ძიუდოისტთა წარმატებებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დაემატა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების კადეტ ძიუდოისტთა წარმატებებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დაემატა.
თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილი საუკეთესო სპორტსმენები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გურჯაანის წარმომადგენელმა — ნიკოლოზ ფიცხვერაშვილმა — რთულ და დაძაბულ ბრძოლებში ღირსეულად იასპარეზა და მესამე საპატიო ადგილი მოიპოვა.

ნიკოლოზმა არაერთ ძლიერი მეტოქე დაამარცხა და ტურნირის განმავლობაში გამოავლინა მაღალი ოსტატობა, შეუპოვრობა და გამარჯვებისკენ მიისწრაფა ბოლომდე. მისი წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ გურჯაანის სპორტული გაერთიანება აქტიურად აღზრდის მომავალ ჩემპიონებს და მათი მიზანი არ არის მხოლოდ მონაწილეობის მიღება, არამედ ქვეყნისა და რეგიონის ღირსეულად წარმოჩენა სპორტულ არენაზე.

👉 ნიკოლოზ ფიცხვერაშვილის ეს გამარჯვება მოტივაციის ძლიერი წყაროა როგორც მისი თანაგუნდელებისთვის, ისე იმ ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ძიუდოში თავიანთ გზას.