ეკონომიკა

„მთავარი პრობლემა საქართველოში დღეს ჭარბყურძნიანობაა, უფრო მეტი ყურძენი გვაქვს, ვიდრე კერძო სექტორს სჭირდება“

„მთავარი პრობლემა საქართველოში დღეს ჭარბყურძნიანობაა, უფრო მეტი ყურძენი გვაქვს, ვიდრე კერძო სექტორს სჭირდება“

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია და მოსავლის 40% უკვე გადამუშავებულია. პროცესის მთავარი პრობლემა კი, იმაზე მეტი ოდენობის ყურძნის მოსავალია, ვიდრე კერძო სექტორს სჭირდება – ამის შესახებ,  ,,შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დირექტორმა, როლანდ ბურდიაშვილმა განაცხადა.

,,ახლა რთველი ყველაზე აქტიურ ფაზაშია. მოსავლის 40% კახეთში უკვე გადამუშავებულია. ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების საკითხში ერთადერთი პრობლემაა, დრო და რიგი, რომელიც შეიძლება ყველაზე მაქსიმუმ 24 საათი გაგრძელდეს, მე დრო ნამდვილად არ მსმენია. მევენახეს, ცხადია, მუდმივად სურს უფრო მაღალი ფასი და ეს ბუნებრივიცაა. წელს ყურძნის რეკორდული მოსავალია და ყველას სურს უქმეებზე დაკრიფოს და ჩააბაროს მოსავალი, ამის რესურსი კი ქარხნებს არ აქვთ.

დღეისათვის, ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა საქართველოში ჭარბყურძნიანობაა, უფრო მეტი ყურძენი გვაქვს, ვიდრე კერძო სექტორს სჭირდება. წესით, სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს ღვინის ბიზნესში და ყურძნის გადამუშავებაში, მაგრამ ჭარბი ყურძენი, რომელიც კერძო სექტორს არ სჭირდება, მთავრობას იძულებულს ხდის მონაწილეობა მიიღოს გადამუშავების პროცესში“, – აცხადებს როლანდ ბურდიაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ წელს რთველის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო. სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდიან არანაკლებ 0.90 ლარს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close