კახეთის მხარეში რთველი 2025 ტრადიციულად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. 2 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა უკვე გადაამუშავეს დაახლოებით 3,5 ათასი ტონა ყურძენი.
რთველი კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად დაიწყება, ყურძნის კონდიციაში შესვლის შესაბამისად.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რთველის მიმდინარეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ასევე წარადგინა ახალი მოადგილე – მამუკა ბურდიაშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი.