გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წელს ძველი თბილისური ატმოსფერო გაცოცხლდება
თბილისში ოდითგანვე არსებობდა ღვინისა და არყის სავაჭრო ადგილები, რომელსაც აღმოსავლური გავლენით სირაჯხანა ეწოდებოდა
ფესტივალზე შექმნილ სივრცეში, სტუმრებს საშუალება ექნებათ ეწვიონ სირაჯხანას, შეხვდნენ ყარაჩოღელებს, დაათვალიერონ მათი სავაჭრო კუთხე, გადაიღონ ფოტოები და გაეცნონ ძველი თბილისის ბაზრობის ტრადიციებს
სირაჯხანის გვერდით კი 18:00 საათიდან გელოდებიან ქსოვრელები – ხალისიანი მასპინძლები, რომლებიც გრძელ მაგიდასთან გამართულ სუფრაზე იმღერებენ და იქეიფებენ