Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დედოფლისწყაროში ხორბლის...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დედოფლისწყაროში ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ

შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მათგან წარმოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

“ბოლო წლების სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, სტაბილურია ხორბლის წარმოების მაჩვენებლები, გაზრდილია საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა და, შედეგად, გაუმჯობესებულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი. ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რაც პირდაპირ აისახება წარმოების ეფექტიანობაზე.

ფერმერთა საჭიროებებზე მორგებული ტექნიკის განახლების პროგრამულ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი”, – განაცხადა მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.

მიმდინარე წელს მოსავალი 200 000 ტონამდეა.

უახლესი მონაცემებით, ხორბალი 15 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უკვე აღებულია. ხოლო ქერი – 25 000 ჰექტარზე მეტი. ამ ეტაპზე პროდუქცია გადამამუშავებელმა საწარმოებმაც შეისყიდეს. ჩაბარების საშუალო ფასი 0.70 ლარამდეა.